„მაქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ განაცხადი არ გაგზავნილა
Aa
Aa

„მაქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ განაცხადი არ გაგზავნილა" - კალაშნიკოვას განცხადება

ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საინტერესო განცხადება გააკეთა. კალაშნიკოვა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს განაცხადი ნამდვილად არ გაუგზავნია.

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს სიტყვებში, მე მაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ჩვენი განაცხადი არ იყო გაგზავნილი“, - განაცხადა კალაშნიკოვამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კალაშნიკოვამ განაცხადა, რომ ოლიმპიდიაზე ასპარეზობის უფლება მიიღო, თუმცა ქართულ მხარეს შესაბამისი განაცხადი არ გაუგზავნია, რის გამოც მას ტოკიოში ვერ ვიხილავთ.

გეტყვით იმასაც, რომ ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება, მათ შორის: 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები