Aa Aa
22 ივლისი 2021  |  14:59

გამარჯვება 2 სეტში - გორგოძე მეოთხედფინალში გავიდა

პოლონეთში, WTA-ის 250-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ეკო გორგოძე იღებს. ქართველი ჩოგბურთელი წარმატებულ სვლას განაგრძობს და გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.

მერვედფინალში, გორგოძე მსოფლიო რეიტინგის 154-ე ჩოგანს, ვარვარა ლეპჩენკოს დაუპირისპირდა. ეკო აუტსაიდერი იყო, თუმცა მიზანს მიაღწია და მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ორი სეტი ეყო.

პირველი პარტიის გამარჯვებულის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. 5:5-ზე, გორგოძემ მინიბრეიკი შეასრულა და საკუთარ ჩაწოდებაზე მიღებული სეტპოინტი ხელიდან არ გაუშვია. მეორე პარტიაში, ქართველი ჩოგბურთელი აშკარა უპირატესობას ფლობდა, 3 ბრეიკი შეასრულა და 6:2 იმარჯვა.

გორგოძის მომდევნო მეტოქის ვინაობა უახლოეს საათებში გაირკვევა. იგი კუცოვასა და ბარა ირინას შორის საუკეთესოს გაეჯიბრება. ეს უკანასკნელი ტურნირზე მე-10 ნომრადაა განთესილი. ცნობისთვის, გდინიაში მიმდინარე გათამაშების საპრიზო ფონდი 235 238 დოლარია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში