რუსი მეტოქე არ დაინდო - გორგოძე მერვედფინალშია!
Aa
Aa

რუსი მეტოქე არ დაინდო - გორგოძე მერვედფინალშია!

პოლონეთში, თიხის საფარზე WTA-ს ეგიდით გდინიაში 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე იღებს მონაწილეობას.

დღეს  ეკო რუს ჩოგბურთელს ანასტასია ზახაროვას დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:7 6:3 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე ბევრს სცოდავდნენ. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე 4-ჯერ დაბრეიკდა. მეტიც, გორგოძე სეტზე აწვდიდა, თუმცა მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანა. საბოლოოდ ტაი ბრეიკი რუსის გამარჯვებით დასრულდა.

არც მეორე სეტი იყო განსხვავებული, თუმცა აქ ქართველმა ჩოგბურთელმა ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა და სეტებში წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტ სეტში კი ეკომ მატჩზე სრული დომინაცია მოიპოვა, მეტოქის 4 ჩაწოდება მოიგერია და 6:1 გაიმარჯვა.

მერვედფინალში ეკო გორგოძე რეიტინგის 154-ე ნომერს, ამერიკის სახელით მოასპარეზე ვარვარა ლეპჩენკოს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, გდინიაში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 235,238 დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები