Aa Aa
9 ივლისი 2021  |  20:13

ბერეტინი - 45 წლის შემდეგ პირველი იტალიელი მამაკაცი ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში

საჩოგბურთო სამყაროში ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირი უიმბლდონი მიმდინარეობს. დღეს კი პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა. მატეო ბერეტინი ჰუბერტ ჰურკაჩს შეხვდა და 4 სეტში 6:3 6:0 6:7 6:4 დაამარცხა.

 ამ გამარჯვების შემდეგ, ბოლო 45 წლის განმავლობაში ბერეტინი გახდა პირველი იტალიელი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელიც უიმბლდონის ფინალში გავიდა. 1976 წელს, ადრიანო პანატა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა.

პირველი სეტი ბერეტინიმ 2-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა. მეტსაც გეტყვით, ჰურკაჩს მეტოქის ჩაწოდებაზე 1 ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონია.

მეორე სეტში იტალიელი ჩოგბურთელის დომინაცია უფრო თვალსაჩინო გახდა და მეტოქე უშანსოდ 6:0 დაამარცხა. მესამე სეტში ჰუბერტი გამოფხიზლდა და საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ ითამაშა. საბოლოოდ კი ტაი-ბრეიკზე 7:3 იმარჯვა.

მეოთხე სეტი მატეომ ბრეიკით დაიწყო და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საბოლოოდ 6:4 და ბერეტინი ნანატრ ფინალში გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში