მორიგი მარცხი - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაისთან წააგეს
Aa
Aa

მორიგი მარცხი - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაისთან წააგეს

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა გამართეს. „პუმიტასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და მეორედ დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და პირველ ნახევარში უპირატესობას ფლობდნენ. ჩვენებმა საწყის ტაიმში გარდასახული ლელო და საჯარიმო დარტყმა მიითვალეს და 10-8 იმარჯვეს.

მეორე ნახევარში ვითარება შეიცვალა და უპირატესობას ურუგვაის 20-წლამდე ნაკრები დაეუფლა. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქემ მეორე ტაიმში 12 ქულა მიითვალა და საბოლოოდ, 20-15 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში სულ ოთხ თამაშს გამართავს – არგენტინისა და ურუგვაის შემდეგ, 28 ივნისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ჯუნიორ ბოკეს გაეჯიბრებიან, ტურნირს კი 3 ივლისს დაასრულებენ და მეტოქე ზემოთნახსენები სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება.

ფოტო - Georgian Rugby-ის ფეისბუქ გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები