„ფეხბურთის ბეთჰოვენი, დალი და შექსპირი“ - გუარდიოლა, ჩავი და სხვები მესიზე
Aa
Aa

„ფეხბურთის ბეთჰოვენი, დალი და შექსპირი“ - გუარდიოლა, ჩავი და სხვები მესიზე

კატალონიურმა ტელეარხმა, TV3-მა ლიონელ მესიზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელშიც „ლა პულგას“ დახასიათება საფეხბურთო სამყაროს ცნობილ წარმომადგენლებს სთხოვა. Marca-მ მესის შესახებ გაკეთებული განცხადებებიდან საუკეთესოები ამოარჩია და მათი ნაკრები შემოგვთავაზა.

ჩავი: „მახსოვს, ჩელსისთან გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ლეო ტიროდა და ამბობდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. არავინ აღიარებს, მაგრამ მესის წარმატების მიღწევაში კრიშტიანუ რონალდუ დაეხმარა. მათ ერთმანეთს მოტივაცია მისცეს და კონკურენტუნარიან ცხოველებად იქცნენ.

2010 წელს, როცა პეპ გუარდიოლამ კონვერტი გახსნა და ოქროს ბურთის გამარჯვებულად მესი გამოაცხადა, ჩემს თავს ვუთხარი: „სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მესი ჩემზე უკეთესი ფეხბურთელია. მესი ინიესტაზე უკეთესი ფეხბურთელია. მესი საუკეთესო ფეხბურთელია“.

ერნესტო ვალვერდე: „2015 წელს, ბილბაოს ვწვრთნიდი და თასის ფინალში გავედით. მატჩის შემდეგ, მიკელ რიკოს ვუთხარი, რომ პირველი გოლისას მესი უნდა წაექცია, რიკომ კი მიპასუხა, რომ მისი წაქცევა შეუძლებელი იყო. მესი უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც რეალის წინააღმდეგ განსაკუთრებით მოტივირებულია. ვის შევადარებდი მას? ალბათ, Beatles-ით დავიწყებით და მაიკლ ჯორდანით დავამთავრებდი“.

გუარდიოლა: „ლეოს გოლები უბრალო გოლები არაა. მისი გოლები ყოველთვის შესანიშნავი გოლებია. არსებობენ კარგი ფეხბურთელები და არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა სახელებიც საუკენეების შემდეგაც ემახსოვრებათ. მესი ხელოვანია და ამაზე ორი აზრი არაა. ვის შევადარებდი მას? მიკელ ბარსელოს, ფერან ადრიას ან შექსპირს. რატომ? იმიტომ, რომ თითოეულმა მათგანმა დატოვა ის, რამაც შეგვძრა“.

ლუის ენრიკე: „მესი სპორტული მანქანაა. კარიერის დასაწყისში მის მხარდამხარ რონალდინიოზე უფრო ეგოისტ და „ნაბი**არ“ ვეტერანს რომ ეთამაშა, მას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.

ლეო საოცრებებს აკეთებს. შეუძლებელია, ასეთ სისწრაფეზე ბურთი ასე ატარო და მისთვის ბურთის ართმევა ურთულესია. მესი ზუსტად ისეთი გენიოსია, როგორიც ბეთჰოვენი ან დალი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები