ალიანც არენა არა მაგრამ - გერმანიაში სტადიონები ცისარტყელის ფერებში განათდება
Aa
Aa

ალიანც არენა არა მაგრამ - გერმანიაში სტადიონები ცისარტყელის ფერებში განათდება

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გერმანიის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება. მატჩი „ალიანც არენაზე“ გაიმართება და გაჟღერდა იდეა, რომ სტადიონის გარე ფასადი LGBT+-ის ფერებში განათებულიყო, თუმცა უეფამ ამაზე უარი განაცხადა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პროტესტი საფეხბურთო კლუბებმაც გამოხატეს. „ვოლფსბურმგა“, „აინტრახტმა“, „კიოლნმა“, „აუგსბურგმა“ და სხვა კლუბებმა განაცხადეს, რომ გერმანიისა და უნგრეთის მატჩისას, ისინი თავიანთ სტადიონებს LGBT+-ის ფერებში გაანათებენ.

ამასთან, იწერება, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია წინააღმდეგი არაა, მატჩზე დამსწრე ქომაგებმა 10 000-მდე LGBT+-ის დროშა მიიღონ და ისინი მატჩისას ააფრიალონ.

სტადიონების გარდა, უეფას გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტს მიუნხენის მერიაც გამოხატავს. ქალაქის მერის, დიტერ რაიტერის მიხედვით, მერიის შენობის თავზე LGBT+-ის დროშა აღიმართება და ოლიმპიური კოშკი LGBT+-ის ფერებში განათდება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენში უნგრეთის ნაკრების ჩასვლას ამხელა გამოხმაურება შემთხვევით არ მოჰყოლია. 15 ივნისს, უნგრეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში იკრძალება იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად ითვლება და 18-წლამდელთა შორის არაბინარული გენდერული იდენტობა.

მსგავსი სიახლეები