ტრაორე ტრინკაუს სანაცვლოდ - ბარსა და ვულვზი გაცვლას გეგმავენ
Aa
Aa

ტრაორე ტრინკაუს სანაცვლოდ - ბარსა და ვულვზი გაცვლას გეგმავენ

„ბარსელონამ“ და „ვულვზმა“ შესაძლოა ბარტერი განახორციელონ - ადამა ტრაორე „კამპ ნოუზე“ და ფრანციშკუ ტრინკაუ „მოლინიუ სთეიდიუმზე“.

ესპანური Sport-ი წერს, რომ გუნდებმა შესაძლოა გაცვლა განახორციელონ. როგორც ცნობილი გახდა ადამას „ვულვზის“ დატოვება უნდა და კარიერაში ცვლილებებს გეგმავს.

წყაროს ცნობით, ტრინკაუსა და ტრაორეს ბარტერი სრულიად შესაძლებელია. რონალდ კუმანის გეგმებში ახალგაზრდა პორტუგალიელი არ შედის, ვულვზში კი მისი თანამემამულეები ბოლო წლებში მრავლად არიან.

ადამა ტრაორე უკვე საჯაროდ ამბობს, რომ მისი ოცნებაა მშობლიურ „ბარსას“ დაუბრუნდეს: „ბარსელონა ჩემი სახლია. იქ 10 წელი გავატარე. ეს საქმე ჩემს აგენტებს უნდა მივანდო. ვნახოთ „ბარსელონა“ რა როლს შემომათავაზებს“.

უცხო არ არის, რომ კუმანს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეების დამატების სურვილი აქვს, რადგან გუნდს პრესინგის თამაში უჭირს და ორთაბრძოლებსაც ხშირად აგებენ. ვეინალდუმის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იმედგაცრუებული ნიდერლანდელი სპეციალისტი ნახევარმცველის დამატებას ითხოვს.

პრეზიდენტმა ლაპორტამ კი აღნიშნა, რომ კლუბი დეპაის გაფორმების შემდეგ კიდევ 4-5 ახალ მოთამაშეს დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები