Aa Aa
20 ივნისი 2021  |  17:27

ბარსა დეპაის შემდეგ კიდევ 4-5 მოთამაშეს დაიმატებს

აგუეროს, ერიკ გარსიას, ემერსონისა და მემფის დეპაის გაფორმების შემდეგ, „ბარსელონა“ გაჩერებას არ აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ 3-4 ახალი მოთამაშის დამატებას გეგმავს.

ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესასთან საუბრისას განაცხადა.

„ამ ტრანსფერების გარდა, კიდევ 4-5 ახალი მოთამაშის დამატებას ვაპირებთ. გვსურს კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმნათ. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“. - ამბობს ლაპორტა.

დეპაის გაფორმების შემდეგ, რონალდ კუმანისთვის პრიორიტეტული ნახევარდაცვის გაძლიერებაა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ვეინალდუმის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ იმედგაცრუებულია.

კუმანი ვეინალდუმის ვერშეძენით იმედგაცრუებულია და ამჟამად მისთვის ნახევარდაცვის გაძლიერება პრიორიტეტულია.

„სამწუხაროა, რომ მისი (ვეინალდუმი) გადმობირება ვერ შევძელით. ის საინტერესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, მასთან სათანადოდ ვერ ვიმუშავეთ.

ახალი სეზონისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თავდაუზოგავად ვშრომობთ, რომ იმაზე კარგი და კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს, ვიდრე გასულ სეზონში ვიყავით. დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება“. - ამბობს კუმანი.

Marca-ს ცნობით, პედრის, ბუსკეტსისა და დე იონგის ფონზე ნიდერლანდელ სპეციალისტს უფრო მეტად ფიზიკურად ძლიერი შუახაზელის დამატება სურს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში