Aa Aa
20 ივნისი 2021  |  10:30

სამი რაუნდი გატეხილი ნეკნით - გოგოლაძე ფერეირასთან დამარცხდა

ქართველმა მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ ორგანიზაცია UAE Warriors-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და UAE Warriors 20-ის ეგიდით ჰენდერსონ ფერეირას დაუპირისპირდა. ჩხუბი 3 რაუნდს გაგრძელდა და ფერეირამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

ბრაზილიელი მებრძოლი შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამის მიზეზი გოგოლაძის ტრავმა გახლდათ. ბრძოლის შემდეგ, „სნაიპერის“ მწვრთნელმა, მიხეილ მესხმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ამირანმა პირველივე წამზე ნეკნი გაიტეხა.

„მეგობრებო, ყველას დიდ ბოდიშს გიხდით, გულშემატკივრებს და ყველას. ეს ბრძოლა ჩემი ბრალია. ამირანს პირველ რაუნდში პირველივე წამზე ნეკნი გაუტყდა. ბრძოლა უნდა გამეჩერებინა, მაგრამ ამირანმა არ გამაჩერებინა და  ბოლომდე იბრძოლა. არ ვიცი რა გითხრათ. კიდევ ერთხელ, მაპატიეთ ყველამ“.

შეგახსენებთ, რომ „სნაიპერი“ კარიერაში მეორედ დამარცხდა და მის ანგარიშზე 11 მოგება და 2 წაგებაა. ბოლო პერიოდში ამირანისადმი UFC-ის ინტერესზე იწერება და იმედი ვიქონიოთ, რომ მალე UFC-ში კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ვიხილავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში