ლიგა 2-ში? - საბურთალოს კაპიტნით ფრანგული გუნდი დაინტერესდა
დღის სატრანსფერო ინფორმაციები „საბურთალოს" კაპიტანს, გიორგი კოხრეიძეს დაუკავშირდა. ფრანგული გამოცემების (Metro Sport) ინფორმაციით, კოხრეიძის ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბს, „გრენობლს" სურს. საუბარია 3-წლიან კონტრაქტზე და თუ ტრანსფერი გამოვა, „საბურთალოს" შემტევი ჯაბა ჯიღაურის შემდეგ კლუბის ისტორიაში მეორე ქართველი ლეგიონერი იქნება.
L’attaquant géorgien Giorgi Kokhreidze débarque à Grenoble.
— Mohamed TOUBACHE-TER (@MohamedTERParis) June 18, 2021
Contrat de 3 ans !! #GF38 #FCSaburtalo pic.twitter.com/kzywAfl8JE
გასულ სეზონში კოხრეიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და „საბურთალოს" მაისურით რანგით უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 6 შეხვედრის ჩატარება შეძლო (1 გოლი ). 22 წლის შემტევი მოედანს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა, თუმცა დაახლოებით თვის წინ კვლავ დაშავდა. მაშინ ითქვა, რომ კოხრეიძე მოედანს დაახლოებით 2 თვეში დაუბრუნდებოდა.
აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „გრენობლს" საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა პლეი-ოფში „ტულუზას" წინააღმდეგ დამარცხდა.
ფოტო: საფეხბურთო კლუბი „საბურთალო"