Aa Aa
19 ივნისი 2021  |  13:06

„UFC-მ დამირეკა და ჰოლოუეის ჩანაცვლებას დავთანხმდი“ - ჭიკაძე როდრიგესისთვის მზადაა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელებში იაირ როდრიგესს მიმართა და მექსიკელი გამოიწვია. „ნინძას“ თქმით, იგი მზადაა, მაქს ჰოლოუეი ჩაანაცვლოს და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ UFC-საც შეატყობინა.

„მაქს ჰოლოუეი იაირ როდრიგესის წინააღმდეგ გასამართ ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. UFC-მ დამირეკა და ჰოლოუეის ჩანაცვლება შემომთავაზა, რაზეც თანხმობა განვაცხადე და ახლა იაირის პასუხს ველოდებით.

ამ ბიჭს 20 თუ 21 თვეა არ უჩხუბია და გამოიცანით, ამ დროს მე რას ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ვჩხუბობდი, ვჩხუბობდი და ვჩხუბობდი. 6 ბრძოლა გავმართე და ყველა მეტოქე დავამარცხე. ამ ბიჭმა თამაში დაიწყო და რამდენიმე დღეა მისგან არაფერი მსმენია. იმედი მაქვს, 17 ივლისს, გამოჩნდება, მაგრამ გავიგე, რომ ცოტა მშიშარაა. არ მგონია, რომ მშიშარა მებრძოლი UFC-ში უნდა იყოს. იმედი მაქვს, პირისპირ შემხვდება და დავილაპარაკებთ“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ UFC-ში ბოლო ბრძოლა კაბ სუონსონის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლა 63 წამში დასრულდა და „ნინძამ“ UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. იაირ როდრიგესს რაც შეეხება, ამ უკანასკნელის ანგარიშზე 13 მოგება და 2 წაგებაა, UFC-ში კი იგი 9-დან მხოლოდ 1 ბრძოლაში დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში