Aa Aa
18 ივნისი 2021  |  20:00

ტოკიო 2020 - ოლიმპიელები აიცრნენ

ეროვნული ოლიმპიური დელეგაციის წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები, დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრში "ფაიზერის" ვაქცინით აიცრნენ.

კოვიდვაქცინაცია,დელეგაციის წევრებისთვის,საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ დაგეგმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უშუალო ჩართულობით,სწორედ "ფაიზერის" ვაქცინით განხორციელდა.

ვაქცინაციის პროცესს, ზურაბ კახაბრიშვილის გარდა,ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი,ლერი ხაბელოვი და ვიცე პრეზიდენტი,გუჯა ბერიშვილი დაესწრნენ.

შეგახსენებთ,რომ ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) გოგიტა არქანია (კარატე) . შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ) , გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ), ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ) , ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ), გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.)

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში