ოფიციალურად: რამოსმა რეალი დატოვა
Aa
Aa

ოფიციალურად: რამოსმა რეალი დატოვა

სერხიო რამოსმა მადრიდის ''რეალი'' დატოვა. მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ''სამეფო გუნდი'' 17 ივნისს, მადრიდის დროით 12 საათსა და 30 წუთზე პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც რამოსის კლუბიდან წასვლას მიეძღვნება. აღნიშნულ შეხვედრას მადრიდული გრანდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრება.

სად წავა რამოსი?

სპორტულ მედიაში სერხიოს არაერთ კლუბს უკავშირებენ. ყველაზე დიდ ინტერესს „ბლანკოსის“ კაპიტნის მიმართ „პარი სენ ჟერმენი“ იჩენს და გავრცელებული ინფორმაციით სწორედ პარიზულ გრანდში გადავა სერხიო. საუბარი „მანჩესტერ სიტიზე“ და „მანჩესტერ იუნაიტედზეც“ იყო. ყველაფერს მომავალი დღეები გვიჩვენებს.

რამოსი „რეალში“

ლეგენდარული მცველი „სამეფო კლუბს“ 2005 წელს „სევილიადან“ შეუერთდა. რამოსმა მადრიდული გრანდის მაისური დღემდე 671-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. რამოსმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები