შერმადინი ტენერიფეს ყველა დროის 10 საუკეთესო კალათბურთელს შორისაა
Aa
Aa

შერმადინი ტენერიფეს ყველა დროის 10 საუკეთესო კალათბურთელს შორისაა

ესპანურმა გამოცემამ, diariodeavisos.elespanol.com-მა „ლენოვო ტენერიფეს“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ამ კლუბის ყველა დროის 10 საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა. ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ისაა, რომ ესპანური გამოცემის რჩეულთა შორის გიორგი შერმადინი მოხვდა.

„გიორგი შერმადინი 2020-21 წლების სეზონის MVP-ია და მან გააკეთა ის, რაც ტენერიფეს ისტორიაში არავის გაუკეთებია. 2019 წელს, კლუბში გადმოსვლის შემდეგ, გიომ მის გაფორმებასთან დაკავშირებით გაცემული ავანსები გაამართლა.

ტენერიფეს რიგებში ჩატარებული 66 მატჩის შემდეგ, იგი ლიგა ენდესაში ამ კლუბის მაისურით დაგროვებული ქულებით მერვეა, მოხსნებში - მეათე, ჩატენვებში კი - პირველი“, - წერს diariodeavisos.elespanol.com.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ შერმადინის გარდა, „ლენოვო ტენერიფეს“ ყველა დროის საუკეთესო 10 კალათბურთელს შორის კარმელო კაბრერა, ხუან მენდესი, ნიკო რიკოტი, გერმან გონსალესი, მარსელინიო უერტასი, ხავიერ ბეირანი, ედი ფილიფსი, ლევი როსტი და სავე დიესი მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები