ფინალის დაწყებამდე 5 წუთით ადრე - ციციპასმა ტრაგედიის შესახებ შეიტყო
Aa
Aa

ფინალის დაწყებამდე 5 წუთით ადრე - ციციპასმა ტრაგედიის შესახებ შეიტყო

სტეფანოსს ციციპასს შესანიშნავი შანსი ჰქონდა პირველი დიდი სლემის მოგების. ბერძენი ჩოგბურთელი „როლან გაროსის“ ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს 2:0-ს უგებდა, თუმცა საბოლოო ჰამში 2:3 დამარცხდა.

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ფინალის დაწყებამდე 5 წუთით ადრე ციციპასმა ტრაგედიის შესახებ შეიტყო. წყაროს ინფორმაციით, სტეფანოსს ბებია გარდაეცვალა. ცნობილია, რომ 22 წლის ჩოგბურთელს და მის ბებიას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

მატჩის დასრულების შემდეგ რეიტინგის მე-4 ნომერმა მომხდართან დაკავშრებით ისაუბრა.

რა თქვა ციციპასმა?

„ცხოვრებაში მთავარი გამარჯვება ან დამარცხება არ არის. მთავარია ყველა მომენტით დავტკბეთ მარტო ან სხვებთან ერთად. ტიტულები და თასების აწევა რაღაც არის, მაგრამ მთავარი არა!

„როლან გაროსის“ ფინალის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ბებია გარდაიცვალა. ბრძენი ქალი, რომელსაც უდიდესი ცხოვრებისეული რწმენა და ხალხისთვის დახმარების სურვილი ჰქონდა აღარ არის. მისნაირი ადამიანი არასდროს შემხვედრია.“

შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპასისთვის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალი სადებიუტო იყო. აქამდე ბერძენი ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში არასდროს ყოფილა. იმასაც გეტყვით, რომ ამჟამად 22 წლის ბერძენი ATP რეიტინგში 7980 ქულით მე-4 პოზიციაზე აღზევდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები