ბექაურის ტრავმა - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის პირველი კომენტარი
Aa
Aa

ბექაურის ტრავმა - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის პირველი კომენტარი

ბუდაპეშტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო.

ახალგაზრდა ძიუდოისტმა მხარი ფრანგ სედრიკ ოლივართან დაპირისპირების დროს დაუზიანდა.

ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის განცხადებით, ძიუდოისტს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. მიღებული ტრავმის შესახებ, დეტალურად ცნობილი მაგნიტორეზონანსული კვლევის შემდეგ გახდება.

ზურა კახაბრიშვილის თქმით, სამედიცინო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზად იყოს.

ზურა კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები