5-სეტიანი დრამა - ციციპასი როლან გაროსის ფინალშია!
Aa
Aa

5-სეტიანი დრამა - ციციპასი როლან გაროსის ფინალშია!

დასრულდა „როლან გაროსის“ პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება სტეფანოს ციციპასსა და ალექსანდრ ზვერევს შორის. მატჩი 3 საათი და 40 წუთი გრძელდებოდა. მოთამაშეებმა კორტზე გულშემატკივრებს 5 სეტი შესთავაზეს. დრამატულ შეხვედრაში ბერძენმა ჩოგბურთელმა 6:3 6:3 4:6 4:6 6:3 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად გავიდა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში.

პირველ და მეორე სეტში სტეფანოსი დომინირებდა და ზვერევს არანაირი შანსი არ ჰქონდა. 2:0 დაწინაურების შემდეგ, ბერძენი თითქოს მოდუნდა და მატჩის სადავეები ხელში ალექსანდრმა აიღო.

ზვერევმა ზედიზედ ორი სეტი იდენტური ანგარიშით მოიგო და თამაში გადამწყვეტ მეხუთე სეტში გადავიდა. თითქოს ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად თამაშობდა, მაგრამ მეოთხე გეიმში ციციპასმა ბრეიკი შეასრულა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ზვერევმა ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხა და დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპასს ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩ ან რაფაელ ნადალი შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სწორედ ეს ორი ლეგენდარული მოთამაშე ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები