Aa Aa
10 ივნისი 2021  |  19:05

სკოტი პიპენს მაიკლ ჯორდანის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

ჟურნალისტი კრის ბრიუსარი მიიჩნევს, რომ სკოტი პიპენმა მაიკლ ჯორდანის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

პიპენის ავტობიოგრაფიული წიგნი 2021 წლის ნოემბრიდან გაიყიდება. წიგნის სარეკლამო კამპანიისას გაიჟღერა ფრაზამ, რომ პიპენმა ჯორდანის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

„მარტივად რომ ვთქვათ, პიპენის გარეშე ჩიკაგოს არენაზე ექვსი საჩემპიონო ბანერი ჩამოკიდებული არ იქნებოდა. არ იქნებოდა Last Dance დოკუმენტური ფილმი, არ იქნებოდა მაიკლ ჯორდანი, როგორადაც ჩვენ მას ვიცნობთ. სკოტის გარეშე ჩიკაგო ბულსის გუნდი არ იარსებებდა“, - ნათქვამია წიგნის აღწერაში.

”ეს ფიქციაა! პიპენისთვის რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელი: „შეწყვიტე ეს ყველაფერი!" ის არის NBA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი დუეტის ნახევარი. მაგრამ ეს აღწერაა. არ მგონია, სკოტი ასე ფიქრობდეს. ეს შინაარსი ყველას გვაფიქრებინებს, რომ ის ისეთივე ღირებული იყო ამ გუნდისთვის, როგორც ჯორდანი, მაგრამ ასე არ არის”, - ციტირებს კრის ბროსარდის Essential Sports.

ჯერჯერობით თავად პიპენს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში