Aa Aa
10 ივნისი 2021  |  13:32

ბარსამ შესაძლოა ვაინალდუმის შემდეგ დეპაიც დაკარგოს

„ბარსელონაში“ ამ მომენტამდე სჯერათ, რომ მემფის დეპაის გაიფორმებენ. მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული და საბოლოო შეთანხმებამდე ცოტა რჩება, თუმცა „ბლაუგრანას“ ნიდერლანდელის გაფორმება უჭიანურდება.

ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ „ბარსა“ დეპაის ამ კვირაში წარადგენდა, თუმცა ვითარება შეიცვალა.

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, მემფის დეპაის გადაბირებით ტურინის „იუვენტუსიც“ დაინტერესდა. „ბებერმა ქალბატონმა“ ნიდერლანდელს იმაზე გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზa, რასაც მას „ბარსა“ სთავაზობდა.

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელებმა ვაინალდუმი სწორედ დაბალი ხელფასის გამო დაკარგეს. კლუბი მას წლიურად 4-5 მილიონ ევროს უხდიდა, პსჟ-მ კი 10 მილიონი შესთავაზა. ამჯერად, „ბარსელონა“ დეპაის წლიურ 3 მილიონს სთავაზობს, „იუვენტუსმა“ კი მას 6 მილიონიანი კონტრაქტი წარუდგინა, რითიც მემფისი მოიხიბლა.

თუ, „ბარსა“ მის შეთავაზებას არ გააუმჯობესებს, ვაინალდუმის მსგავსად დეპაისაც დაკარგავენ და კუმანისთვის მიცემული პირობა მხოლოდ სიტყვებად დარჩება.

„კუმანს ახალი სეზონისთვის საჭირო ფეხბურთელები ეყოლება“, - თქვა ლაპორტამ რამდენიმე დღის წინ, თუმცა ამ მომენტისთვის „ბარსამ“ უკვე ერთი საჭირო მოთამაშე დაკარგა და დეპაის დაკარგვასთანაც ახლოს არიან.

გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს. „ბარსა“ მალე ფეხბურთელების გაყიდვას დაიწყებს და სახელფასო ბიუჯეტს შეამსუბუქებს, რაც დეპაისთვის უკეთესი შეთავაზების გასაკეთებლად შესაძლებლობას გააჩენს, იქამდე კი კატალონიელებმა უნდა მოახერხონ და მემფისი დაარწმუნონ, რომ „იუვენტუსის“ წინადადება არ მიიღოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში