Aa Aa
9 ივნისი 2021  |  16:33

მეორე ქართველი სერბეთში - სანდრო სანაძე დუდას შეუერთდა

დუდა სანაძის ძმა, სანდრო სანაძე კარიერას სერბეთში გააგრძელებს. Sportando-ს ინფორმაციით, ქართველმა კალათბურთელმა „ტამიშ პანჩევოსთან“ შეთანხმებას მიაღწია და მომდევნო სეზონში მის ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო დუდას შეუერთდება, რომელიც ასევე სერბული კლუბის ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე „ბორაცში“ თამაშობს და გასულ სეზონში საშუალოდ 11.3 ქულას, 0.9 მოხსნასა და 1.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

სანდრო სანაძეს რაც შეეხება, ბოლოს იგი კაკტუსის რიგებში ასპარეზობდა და მისი საშუალო მონაგარი 15.4 ქულა, 4.1 მოხსნა და 4.2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში