კიდევ ერთი ფრე - ზელანდიელებმა ირანელებს არაფერი დაუთმეს
Aa
Aa

კიდევ ერთი ფრე - ზელანდიელებმა ირანელებს არაფერი დაუთმეს

ლოს-ანჯელესში გამართულ შეხვედრას სხვა მატჩებთან შედარებით ნაკლები ინტერესი ჰქონდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ირანის, ასევე ახალი ზელანდიის ნაკრები ყველანაირად შეეცადა გულშემატკივართათვის მოწყენის საშუალება არ მიეცათ და გამოუვიდათ კიდეც ამის გაკეთება. 

ანგარიში მეშვიდე წუთზე ზელანდიელებმა ბრწყინვალე კომბინაციით გახსნეს, როდესაც კრის ვუდის ტექნიკური თამაში ელია ჯასტმა ასეთივე დარტყმით დაასრულა. ირანელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს და ამის გაკეთება რამინ რეაზაეიანმა მოახერხა. მეორე ნახევრის დასაწყისში ჯასტს ასისტენტად ისევ ვუდი მოევლინა და ზელანდიელები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ, თუმცა ანგარიში მოჰამად მოჰებიმ გაათანაბრა და 2:2 დააფიქსირა.

ცნობისათვის, ამ ჯგუფში ერთი ტურის შემდეგ ოთხოვე გუნდს 1 ქულა აქვს და უკიდურესად დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა. მომდევნო ტურში ირანელები - ბელგიელებს, ხოლო ახალი ზელანდიელები ეგვიპტელებს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონების ფიასკო გრძელდება - ოცდამეერთე საუკუნის ტრადიცია
ევროპის ჩემპიონების ფიასკო გრძელდება - ოცდამეერთე საუკუნის ტრადიცია