აშურის ბრწყინვალე გოლი და ჰანის ავტოგოლი | ბელგია - ეგვიპტე ფრედ დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ მატჩში რუდი გარსიას გაწვრთნილი ბელგიისა და ჰოსამ ჰასანის ეგვიპტის საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-19 წუთზე მოჰამედ სალაჰის საგოლე პასის შემდეგ 28 წლის შემტევმა ემამ აშურმა გახსნა. აშური ეგვიპტური ალ აჰლის მოთამაშეა, კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში გაატარა.
ბელგიის წინააღმდეგ ეგვიპტის პირველ გოლზე გაკეთებული საგოლე გადაცემით მოჰამედ სალაჰი გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში (1966 წლიდან), რომელმაც ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ დაბადების დღეზე საგოლე მოქმედება მიითვალა, სალაჰი 34 წლის გახდა.
ბელგიამ ანგარიში 66-ე წუთზე ეგვიპტელი მოჰამედ ჰანის ავტოგოლით გაათანაბრა.
ამავე ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრაში ირანი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება (16 ივნისი, 05:00).
G ჯგუფის მეორე ტურში ბელგია ირანს შეხვდება (21 ივნისი, 23:00), ეგვიპტე ახალ ზელანდიას (22 ივნისი, 05:00), მესამე ტურში ბელგიის მეტოქე ახალი ზელანდია იქნება (27 ივნისი, 07:00), ეგვიპტის მეტოქე - ირანი (27 ივნისი, 07:00).