გავი, ლამინ იამალი
Aa
Aa

კაბო ვერდეს მეკარე მუნდიალის ისტორიაში შევიდა | OPTA-ს საინტერესო ცნობები

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა ესპანეთის ნაკრებმა კაბო ვერდესთან ფრედ 0:0 ითამაშა. ამ ეტაპზე გამართული მატჩებიდან გამომდინარე ტურნირის ყველაზე დიდი სენსაციაა.

 OPTA-ს სტატისტიკა აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით

5 – მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 71-ე წუთზე შევიდა, ლამინ იამალმა იმაზე მეტი დრიბლინგი (5) შეასრულა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა ესპანეთისა და კაბო-ვერდეს ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში. 

40 – კაბო-ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინია ყველაზე ასაკოვანი კარის დარაჯი გახდა, რომელმაც მუნდიალზე სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა, ესპანეთთან მის აქტივში 7 „სეივია''.

ვოზინია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

1 – მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ბურთს 74%-ით ფლობდა, კაბო-ვერდე ამ მატჩში მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა ( სტატისტიკა 1966 წლიდან იწარმოება), რაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში რომელიმე გუნდისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

49 – 2022 წელს იაპონიის წინააღმდეგ გატანილი ბოლო გოლის შემდეგ ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 49 დარტყმა განახორციელა და 2500 გადაცემა შეასრულა, თუმცა გოლი მაინც ვერ გაიტანა.

0 – ესპანელი მიკელ ოიარსაბალი გახდა პირველი ფეხბურთელი 1966 წლის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის საწყისი 30 წუთი ისე ითამაშა, რომ ბურთს ერთხელაც ვერ შეეხო.

6 – გავი მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც 21 წლის ასაკამდე მსოფლიო ჩემპიონატის ორ სხვადასხვა გათამაშებაში ითამაშა პელეს, ნორმან უაიტსაიდის, რიგობერ სონგის, სალომონ ოლემბესა და სამუელ ეტოოს შემდეგ. 

„ფურია როხა’’ მეორე ტურში საუდის არაბეთს დაუპირისპირდება (21 ივნისი, 20:00), მესამე ტურში - ურუგვაის (27 ივნისი, 04:00). რაც შეეხება ბუბისტას გაწვრთნილ გუნდს, კაბო ვერდე ჯერ ურუგვაის (22 ივნისი, 02:00), შემდეგ კი საუდის არაბეთს შეხვდება (27 ივნისი, 04:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
8,5-წლიანი პატიმრობა | რაფა მირი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
8,5-წლიანი პატიმრობა | რაფა მირი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს