დიდი სენსაცია მუნდიალზე - ესპანეთმა კაბო ვერდეს ვერ მოუგო
Aa
Aa

დიდი სენსაცია მუნდიალზე - ესპანეთმა კაბო ვერდეს ვერ მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა კაბო ვერდეს ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

გასაკვირი არ არის, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ფურია როხა ბურთს აკონტროლებდა და უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ნახევარში გოლის გატანის რეალური შანსი ფერან ტორესს და მიკელ ოიარსაბალს ჰქონდათ, თუმცა ბარსას შემტევის დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო მიკელს მეკარემ აუღო.

მეორე ნახევარში სცენარი, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა, თუმცა ესპანეთი 100%-იან მომენტს ვერ ქმნიდა.

დიდი ხნის განმავლობაში დე ლა ფუენტე ცვლილებებს არ მიმართავ და იამალი მხოლოდ 71-ე წუთზე შეიყვანა, ნიკო უილიამსი კი 87-ეზე.

საბოლოოდ, შედეგი არც ცვლილებებმა გამოიღო და მიმდინარე მუნდიალზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ფურია როხა შემდეგ მატჩს საუდის არაბეთის წინააღმდეგ 21 ივნისს გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები