ფედე ვალვერდე, მარსელო ბიელსა
Aa
Aa

ბიელსა: ეს მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ თამაში უღიმღამოდ დავიწყეთ

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საუდის არაბეთთან (1:1) დაფიქსირებულ ფრეზე ისაუბრა.

„ჩვენ ვთამაშობდით მეტოქესთან, რომელიც უნდა დაგვემარცხებინა. პირველ ტაიმში თამაშიდან ამოვვარდით - ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად არ ვაკეთებდით. იყო უღიმღამო ფეხბურთი - დინამიკის, პრესინგისა და სიღრმის გარეშე.

დღეს უნდა მოგვეგო. ცვლილებების შემდეგ ჩვენი თამაში შეიცვალა. სანაბრიამ და კანობიომ გუნდს მეტი მობილურობა შესძინეს, რაც პირველ ტაიმში გვაკლდა. ჩვენ ორი განსხვავებული ტაიმი გვქონდა. მეორეში საგოლე მომენტები გაჩნდა. სულ ეს არის“,

- განაცხადა ბიელსამ.

პირველი ტაიმის შემდეგ ურუგვაელები ანგარიშში ჩამორჩებოდნენ და გათანაბრება მხოლოდ მე-80 წუთზე შეძლეს.

განვლილი მატჩი გუნდის კაპიტანმა ფედე ვალვერდემაც შეაფასა:

„მეორე ტაიმში განწყობასა და ინტენსივობას მოვუმატეთ. დებიუტმა და ნერვიულობამ ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა. მეორე ტაიმში უკეთესად ავთამაშდით - გავაკეთეთ ის, რასაც მწვრთნელი ჩვენგან ითხოვდა.

როგორც კაპიტანი, კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც გუნდმა მოედანზე გააკეთა. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც ფრის მისაღწევად გავაკეთეთ. გულშემატკივრების მხარდაჭერამ დიდი ენერგია მოგვცა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა. ბევრს ვიმუშავებთ, რათა მომდევნო მატჩი მოვიგოთ“,

- განაცხადა ვალვერდემ.

მეორე ტურში ურუგვაი კაბო-ვერდეს წინააღმდეგ ითამაშებს, ესპანეთი კი საუდის არაბეთს შეხვდება. ჯგუფში ყველას 1-1 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები