კილიან მბაპე, ფრანკ ლებეფი
Aa
Aa

ლებეფი: მაბპეს თამაშში ერთი რამ მაშფოთებს

ფრანკ ლებეფი სეზონის ბოლოსკენ კილიან მბაპეს შედეგიანობის კლების გამო არ ღელავს. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონს უფრო სხვა რამ აღელვებს.

„ეს არ მაშფოთებს. რაღაც მომენტში ბურთი ბადეში შეფრენას დაიწყებს და იქნება მატჩები, მაგალითად ერაყის წინააღმდეგ, სადაც მას, შესაძლოა, გატანის, თავდაჯერებულობის დაბრუნებისა და ყურადღების ცენტრში კვლავ მოქცევის მეტი შესაძლებლობა ექნება.

მაგრამ რაც ნამდვილად მაშფოთებს, ეს მისი თამაშის შეცვლის, ბურთის დაკარგვისას საკუთარ პოზიციაზე დაბრუნებისა და პარტნიორების დახმარების მცდელობის უუნარობაა. აი, ეს მაშფოთებს. დიახ, როცა ბურთი მას აქვს, აკეთებს იმას, რაც სურს, ის ცოტა ეგოისტია, მაგრამ ის ცენტრფორვარდია. თავის დროზე ბევრ ცენტრფორვარდს ვიცნობდი - ისეთებს, რომლებიც 2:4 წაგების შემთხვევაშიც კმაყოფილები იყვნენ, რადგან ორი გოლი გაიტანეს, და რომლებისთვისაც 4:0 მოგება სულერთი იყო, რადგან თავად ვერ შეძლეს თავის გამოჩენა. ასეთი თავდამსხმელი ათასობითაა, მათ ეგოისტობაც სჭირდებათ.

ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ის გამოსავალს იპოვის. მას დაეხმარებიან, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ მაიკლ ოლისე, დეზირე დუე და უსმან დემბელე მას მომენტებს შეუქმნიან, და ადრიენ რაბიო, ორელიენ ჩუამენი, ნგოლო კანტე თუ მანუ კონეც მისთვის იმუშავებენ. ასე რომ, მას მომენტები ექნება და წარმოუდგენელია, რაღაც მომენტში მას არ გამოუვიდეს“,

- განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები