ვოზინია: “მატჩის შემდეგ ბევრი ვიტირე, ბებია და ბაბუა აქ უნდა ყოფილიყვნენ“
ესპანეთთან მატჩის გმირი კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე ვოზინია გახდა, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
მატჩის შთაბეჭდილებებზე კი უკვე თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ვოზინია:
„ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ვიცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებოდით, თუმცა ჩვენი შესაძლებლობებიც კარგად გვესმოდა.
ამ დიდი დღისთვის ბევრი ვიმუშავეთ. ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერები ვართ.
მატჩის შემდეგ, ბევრი ვიტირე, რადგან ბებიას და ბაბუას აქ ყოფნა არ შეუძლიათ. მე მათ ხელში გავიზარდე. ისინი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ. სამწუხაროდ, ვიზის პრობლემების და ფინანსების გამო აქ ვერც დედაჩემი ჩამოვიდა. ეს ყველაფერი დროულად ვერ მოვაგვარეთ.“
ცნობისთვის, ვოზინიამ ესპანეთთან მატჩში 40 წლის ვოზინია ისტორიაში შევიდა. ამ ფაქტის შესახებ კი ქვემოთ მოცემულ სტატიაში და გალურჯებულ ბმულზე უკეთ მოგახსენებთ - ბმული