ფედე ვალვერდე, მარსელო ბიელსა, ურუგვაის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

დრამატული მატჩი მაიამიში - ურუგვაი საუდის არაბეთი ფრედ დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს H ჯგუფის მატჩები გაიმართა. ცოტა ხნის წინ, მაიამიში ურუგვაი საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

პირველი ტაიმი საუდელების იყო. გეორგიოს დონისის გუნდმა მეტოქეს სწორი ტაქტიკა დაუპირისპირა და კონტრ შეტევებზე ნელ-ნელა თამაში სათავისოდ შემოაბრუნა, რასაც მომენტების შექმნაც მოჰყვა და 41-ე წუთზე ალ ამრიმ ანგარიშიც გახსნა.

მეორე ნახევარში მარსელო ბიელსამ ურუგვაის ნაკრების თამაში მთლიანად შეცვალა და „ლა სელესტე“ ჩაირთო. მეორე ტაიმში ალ ოვაისის კარისკენ ბურთი 23-ჯერ დაარტყეს, აქედან 8-ჯერ კარში წავიდა და მხოლოდ ერთი გავიდა. მე-80 წუთზე მაქსიმილიანო არაუხომ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სამხრეთ ამერიკელებმა საუდელთა მეკარეს მეტად ვერაფერი მოუხერხეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.

H ჯგუფში ოთხივე გუნდს 1-1 ქულა აქვს. ესპანეთმა კაბო ვერდეს ვერ მოუგო (0:0) და მუნდიალი სენსაციურად დაიწყო.

მეორე ტურში ესპანეთი საუდის არაბეთს შეხვდება, ურუგვაი კი კაბო ვერდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები