ისტორია დაწერილია - შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

ისტორია დაწერილია - შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველი ფალავანი შვედ ძიუდოისტს, ტომი მაციასს დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო და ქართული ძიუდოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილი ნახევარფინალში ბილალ ჩილოღლუს შეხვდა და მოწინააღმდეგე დამატებით დროში დაამარცხა. მანამდე კი ოთხ მეტოქეს, პერუელ ალონსო ვონგს, ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსას, ებრაელ იონათან ელბაზსა და უნგრელ მიკლოს უნგვარის აჯობა.

ამავე წონაში ნუგზარ ტატალაშვილიც ასაპარეზობდა, რომელიც მეორე წრეში რუმინელ ადრიან სულკასთან დამარცხდა, პირველ წრეში კი ტატალაშვილმა ბელარუსი ვაძიმ შოკას მოუგო. დღეს, ტატამზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ. ეთერ ლიპარტელიანი მსაჯების შეცდომის გამო მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები