Aa Aa
6 ივნისი 2021  |  19:04

BREAKING: ფედერერი როლან გაროსიდან მოეხსნა

ლეგენდარული როჯერ ფედერერი „როლან გაროსს“ ემშვიდობება. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მერვედფინალამდე გააღწია. რამდენიმე წუთის წინ თავად როჯერმა „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს ამცნო, რომ ტურნირიდან მოეხსნა.

რა თქვა როჯერმა?

„ჩემს გუნდთან დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დღეს „როლან გაროსიდან“ მოხსნა მჭირდება. მუხლის ორი ოპერაციის შემდეგ ჩემს ორგანიზმს უნდა მოვუსმინო. უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემს თავს ზედმეტი წნეხის ქვეშ არ ვაყენებ. აღფრთოვანებული ვარ იმ სამი მატჩით, რომელიც საფრანგეთში ჩავატარე. არ არსებობს იმაზე დიდი გრძნობა, როგორიც კორტზე დაბრუნებაა.“

ცნობისთვის, მერვედფინალში როჯერი მატეო ბერეტინის უნდა შეხვედროდა. იტალიელამდე კი ფედერერმა სამი მატჩი გამართა. პირველ წრეში შვეიცარიელმა დენის ისტომინი სამ სეტში 6:2 6:4 6:3 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ფედერერმა ჩილიჩს 4 სეტში 6:2 2:6 7:6 6:2 აჯობა.

უკანასკნელ მატჩში კი როჯერმა არასრულ 4 საათში დომინიკ კოეპფერი 4 სეტში 7:6 6:7 7:6 7:5 დაამარცხა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში