პოგბა, იკარდი, პიანიჩი, ვლახოვიჩი - ალეგრის სამიზნეები ცნობილია
Aa
Aa

პოგბა, იკარდი, პიანიჩი, ვლახოვიჩი - ალეგრის სამიზნეები ცნობილია

მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ დაბრუნების შემდეგ იმ ფეხბურთელთა ვინაობა გახდა ცნობილი, რომელთა შეძენასაც „ბებერი ქალბატონი“ „მედ მაქსის“ სურვილის შედეგად შეეცდება.

Corriere dello Sport-ის თანახმად, მწვრთნელის სიაში შედიან თავდამსხმელები მაურო იკარდი (პსჟ) და დუშან ვლახოვიჩი (ფიორენტინა), ასევე ნახევარმცველები მირალემ პანიჩი (ბარსელონა), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) და მანუელ ლოკატელი (სასუოლო).

ასევე შესაძლებელია არკადიუშ მილიკის დამატებაც, რომელიც ამჟამად „მარსელში“ თამაშობს, ან მემფის დეპაი, თუ „ბარსელონაში“ მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

„იუვენტუსი“ ფიქრობს, რომ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებს. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელი სხვა კლუბში გადასვლის საკითხს განიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

AS-ის ცნობით, „იუვენტუსი“ რონალდუს სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს. შესაძლებელია ბარტერის ვარიანტიც. ტურინელებს მაურო იკარდის დამატება სურთ, ხოლო რონალდუს გაფორმების შემთხვევაში არგენტინელს უკვე პსჟ-ში თამაშის შანსები აღარ ექნება. აქედან გამომდინარე პორტუგალიურ-არგენტინული გაცვლის შანსიც არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები