„ჩვენი მეგობარია და მალე საქართველოში ჩამოვა
Aa
Aa

„ჩვენი მეგობარია და მალე საქართველოში ჩამოვა" - დვალიშვილმა ხაბიბზე ისაუბრა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ჩასვლასა და მასტერკლასის გამართვას გამოეხმაურა. მერაბმა ფეისბუქის საკუთარი გვერდის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ „არწივი“ მალე საქართველოში ჩამოვა.

„გამარჯობათ, მეგობრებო. მინდა, ხაბიბ ნურმაგომედოვზე ვისაუბრო და იმ ინფორმაციაზე, თითქოს 1-ელ ივნისს იგი აფხაზეთში ჩადიოდა. მოვიდა 1-ელი ივნისი და ფაქტია, რომ ის აფხაზეთში არ ჩასულა. ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო აფხაზური გამოცემა იყო.

ხაბიბი ამ ზაფხულს საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად, რამდენიმე კარგი პროექტის განხორციელებას გეგმავს. სამწუხაროდ, მასზე ძალიან ნეგატიურად საუბრობენ და ეს ნამდვილად არ ეკუთვნის. ის ღირსეული ჩემპიონი იყო და ამ სპორტს თავი დაანება, თუმცა ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და ამას საქართველოშიც აპირებს, რაც წაადგება, როგორც ჩვენს ქვეყანაში MMA-ის განვითარებას, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას.

ხაბიბს, როგორც სპორტსმენს ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლა კი, როგორც პრომოუტერსა და კარგი პროექტების განმხორციელებელს, წარმატებებს ვუსურვებ. MMA-ის ქართველ გულშემატკივარს ვურჩევ, რომ ამ ადამიანის მიმართ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილი. ხაბიბი ჩვენი მტერი არ არის. პირიქით, ის ჩვენი მეგობარია და ჩვენთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს“.

 

Posted by Merab "The Machine" Dvalishvili on Tuesday, June 1, 2021

შეგახსენებთ, რომ ხაბიბის მასტერკლასი Sputnik-თან საუბრისას აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ტაილანდური კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გერგედავამ დააანონსა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები