Aa
Aa

ჭიკაძე რჩეულთა შორის - MmaJunkie-მ მაისის საუკეთესო ნოკაუტი დაასახელა

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, MmaJunkie-მ მაისის თვის საუკეთესო ნოკაუტი გამოავლინა. გამოცემამ ნომინანტთა შორის 5 ნოკაუტი დაასახელა და გიგა ჭიკაძის მიერ ქაბ სვანსონთან გაფორმებული ნოკაუტი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

„აღმასვლის გზაზე მყოფმა ჭიკაძემ ქაბ სვანსონთან გასამართ ბრძოლამდე საკუთარ სტრაიკინგს MMA-ში საუკეთესო უწოდა. მან წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და ჩხუბის საღამოს დაამტკიცა, რომ ეს მართლაც ასეა.

ჭიკაძემ ვეტერან სვანსონს ბრძოლა 63 წამში დაუსრულა. გიგამ მეტოქეს კორპუსში სასტიკი დარტყმა მიაყენა და UFC-ის ოქტაგონზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა. სვანსონის კარიერაში მეორედ მოხდა, როცა იგი სტრაიკებით შეაჩერეს“, - წერს MmaJunkie.

ჭიკაძის გარდა, ნომინანტთა შორის ირჟი პროხაზკას, ენტონი ჯონსონის, ედსონ ბარბოსასა და ჩარლს ოლივეირას ნოკაუტები ვიხილეთ. საუკეთესოდ კი ირჟი პროხაზკას მიერ დომინიკ რეიესთან გაფორმებული ნოკაუტი დასახელდა. სხვათ შორის, სტატიის ბოლოს გამოკითხვაა და გულშემატკივრები MmaJunkie-ის პოზიციას არ იზიარებენ. მათი აზრით, საუკეთესო ნოკაუტი ენტონი ჯონსონს ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები