ლუის დიასი
Aa
Aa

კონტრაქტში უწერია, რომ გერმანული ისწავლოს | დიასის ხელშეკრულების უცნაური პუნქტი

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ, BILD-მა, ლუის დიასის კონტრაქტის საინტერესო დეტალი გაასაჯაროვა. კოლუმბიელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მასში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას გერმანული ენის სწავლა ევალება.

დიასს კვირაში 2–3 გაკვეთილი უტარდება, მათი დასრულების შემდეგ კი მისი გერმანული ენის ცოდნის დონე ფასდება. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა უნდა აჩვენოს, რა პროგრესს მიაღწია, პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სანქცია ემუქრება.

BILD-ის ინფორმაციით, „ბაიერნს“ უფლება აქვს, ფეხბურთელს ფინანსური ჯარიმა დააკისროს და ხელფასიდან გარკვეული თანხა დაუქვითოს. საუბარია 5 000-დან 50 000 ევრომდე თანხაზე, თუმცა გერმანული გამოცემა კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლუის დიასს მონაწილეობა 33 შეხვედრაში აქვს მიღებული — მის ანგარიშზე 19 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ | საზონოვი ულტრასებს ესაუბრა
„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ | საზონოვი ულტრასებს ესაუბრა