ცრემლები ვერ შეიკავა - სუარესის ემოციური საუბარი ოჯახთან
2020/2021 წლების სეზონის ლა ლიგის გამარჯვებული მადრიდის „ატლეტიკო“ გახდა. სიმეონეს გუნდმა ბოლო ტურში სტუმრად „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა და ნანატრ ტიტულს დაეუფლა.
„როხიბლანკოს“ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ლუის სუარესი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ურუგვაელმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა, თუმცა სანამ ჟურნალისტებთან ისაუბრებდა სტადიონზე იჯდა, საკუთარ ოჯახის წევრებს მობილურის საშუალებით ესაუბრებოდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.
This is what it meant to Luis Suarez ❤️
— Football Tekkers (@BallTekkers) May 23, 2021
???? @LaLigaENpic.twitter.com/FUejraMdoO
რა თქვა სუარესმა?
„ეს ძალიან რთულია. სიტუაცია, რომელშიც მე ვიყავი გულს მტკენდა. ბარსამ გამიშვა და „ატლეტიკომ“ კარი გამიღო. „ბარსელონადან“ გამოშვება ბევრმა ადამიანმა განიცადა. პირველ რიგში კი ჩემმა ოჯახის წევრებმა.
განსხვავებული და ძალიან რთული წელი იყო. ჩემი მეუღლე და შვილები გამუდმებით მგულშემატკივრობდნენ, მაგრამ წელს ისინი ყველაზე მონდომებულები იყვნენ და გვერდში მედგნენ.
„ატლეტიკოს“ შესანიშნავი წელი ჰქონდა. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც დროთა განმავლობაში შეგვექმნა, მაინც ყველაზე თანმიმდევრულები ვიყავით და ჩემპიონები გავხდით. ვფიქრობ, ჩემი წარმატებით მესი ბედნიერი იქნება, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ.“

„ბარსელონადან“ წასვლა
ურუგვაელი თავდამსხმელი რონალდ კუმანის მოთხოვნით გაუშვეს გუნდიდან. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, სუარესი მის გეგმებში არ შედიოდა და ლუისი „ატლეტიკოში“ მიზერული თანხის სანაცვლოდ გადავიდა.
ლა ლიგაში „როხიბლანკოს“ „ცხრიანმა“ 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ სუარესმა ბოლო 7 ლა ლიგის სეზონიდან 5 მოიგო.