MARCA: ბენზემას დაბრუნების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფორმაზე მოთხოვნა 2400 პროცენტითაა გაზრდილი
Aa
Aa

MARCA: ბენზემას დაბრუნების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფორმაზე მოთხოვნა 2400 პროცენტითაა გაზრდილი

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა. დეშამის 26-კაციან განაცხადში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, კარიმ ბენზემაც აღმოჩნდა, რომელსაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. აღნიშნულის მიზეზად, ამ დრომდე,  ვალბუენასა და ბენზემას შორის მომხდარი ინციდენტი სახელდება.

თუ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემას, MARCA-ს დავუჯერებთ, ბენზემას დაბრუნების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფორმაზე მოთხოვნა 2400 პროცენტითაა გაზრდილი. როგორც ჩანს, მომავალი ევროპის ჩემპიონატის წინ, საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარი გუნდში ბენზემას დაბრუნებას განსაკუთრებით ელოდა.

L’Equipe-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ კარიმი 19-ნომრიან მაისურს მოირგებს.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:

გოლკიპერები: უგო ლორისი(ტოტენჰემი), სტივ მანდანდა(მარსელი), მიკე მაინანი(ლილი).

მცველები: ბენჟამინ პავარი(ბაიერნი), ლეო დუბუა(ლიონი), რაფაელ ვარანი(რეალი), კურტ ზუმა(ჩელსი), პრესნელ კიმპემბე(პსჟ), კლემენ ლენგლე(ბარსელონა), ლუკას ჰერნანდესი(ბაიერნი), ლუკას დინი(ევერტონი), ჟიულ კუნდე(სევილია).

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე(ჩელსი), პოლ პოგბა(მანჩესტერი), ადრიენ რაბიო(იუვენტუსი), კორენტინ ტოლისო(ბაიერნი), მუსა სისოკო(ტოტენჰემი), ტომას ლემარი(ატლეტიკო).

თავდამსხმელები: მარკუს ტურამი(გლადბახი), კინგსლი კომანი(ბაიერნი), კილიან მბაპე(პსჟ), ანტუან გრიზმანი(ბარსელონა), ოლივიე ჟირუ(ჩელსი), კარიმ ბენზემა(რეალი), ვისამ ბენ იედერი(მონაკო), უსმან დემბელე(ბარსელონა).

ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გასული წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, მიმდინარე წლის 11 ივნისს დაიწყება და ზუსტად 1 თვეში, 11 ივლისს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ტურნირი სახელს არ იცვლის და კვლავ ევრო 2020-ის სახელით იქნება მოხსენიებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები