"ემპოლიმ" ჭანტურია "ოლიანენსეში" გაანათხოვრა
იტალიურმა "ემპოლიმ" 20 წლის ქართველი ფორვარდი, რომან ჭანტურია, პორტუგალიურ "ოლიანენსეში" სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
ჭანტურია "ემპოლის" ძირითადი გუნდის განაცხადში იშვიათად ხვდებოდა და სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყო, რამაც მხარეები მის განათხოვრებაზე დააფიქრა. ასე მაგალითად, ქართველი წლევანდელ სეზონში სერია ა-ს ერთადერთი მატჩისას იჯდა სათადარიგო სკამზე.
"ოლანენსე" პორტუგალიის "სეგუნდა ლიგის" აუტსაიდერია - 13 ქულა აქვს და ბოლოსწინაადგილოსანს 9 ქულით ჩამორჩება.
მომზადებულია empolicalcio.it-ის მიხედვით