უვატენაგე - ტოჩინოშინის მე-6 მარცხი ნაცუ ბაშოზე
Aa
Aa

უვატენაგე - ტოჩინოშინის მე-6 მარცხი ნაცუ ბაშოზე

„ნაცუ ბაშოს“ მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჩიოშომა ფუჯიო იყო, რომელთანაც უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.

ლევანი მას კარიერაში სულ 3-ჯერ დაუპირისპირდა. 2-ჯერ მეტოქემ მოიგო, 1-ჯერ კი გორგაძემ. აღსანიშნავია, რომ მათი ბოლო დაპირისპირება 2017 წელს შედგა.

ამჯერად გორგაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, პირველი კონტაქტი კარგი ჰქონდა, თუმცა შემდეგ ისევე ვეღარ განაგრძო და წონასწორობა დაკარგა. საბოლოოდ მეტოქემ მისი დოჰიოზე დაგდება შეძლო.

ამრიგად, ტოჩინოშინის მოგება-წაგებათა ბალანსი ამ მომენტისთვის 2:6-ზე აქვს და კაჩი-კოშის გაფორმება ძალიან გაუჭირდება.

მე-9 დღეს ქართველი რიკიში მე-4 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში 26-ჯერ შეხვდა. 12-ჯერ მოუგო და 14-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები