Aa Aa
14 მაისი 2021  |  16:19

მადლობის სიგელი - ნინო ლაცაბიძემ ჩემპიონი მოკრივეები მოინახულა

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შანიძემ კრივში, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ რუსთაველ სპორტსმენებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს.

მადლობის სიგელი ლაშა გურულმა, ნიკოლოზ ბეგაძემ და კრივში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა და რუსთავის საპატიო მოქალაქე ტარიელ ბლუაშვილმა მიიღეს. ასევე სპორტსმენებს ერთწლიანი სტიპენდიაც დაენიშნათ.

საქართველოს ჩემპიონატში, წელს, რუსთავს ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. 

ლაშა გურულმა (63 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძემ (91+კგ) პირველი საპრიზო, ლუკა კუბლაშვილმა (52 კგ) და გიორგი კაპანაძემ (57კგ), კი მეორე ადგილი მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, მიმდინარე წლის 5-9 მაისს, თბილისში გაიმართა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში