Aa Aa
13 მაისი 2021  |  12:12

ჰიკიოტოში - მარცხი წამებში: ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგორეს

„ნაცუ ბაშოს“ მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ონოშო იყო, რომელთანაც ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა პირველი კონტაქტისას ძალიან ცუდი სტარტი აიღო და მეტოქემ მისი დოჰიოზე გადაგორება ძალიან მარტივად შეძლო. საბოლოოდ, ტოჩინოშინმა ბრძოლა უშანსოდ და დამსახურებულად დათმო.

ამ ბრძოლამდე გორგაძეს ონოშოს წინააღმდეგ კარიერაში სულ ორჯერ წარსდგა - ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი.

დღევანდელი დღის შემდეგ, ქართველ რიკიშის ბალანსი 1:4-თან აქვს და უკვე ჩანს, რომ კაჩი-კოშის გაფორმება გაუჭირდება.

ტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც აქამდე 7-ჯერ დაუპირისპირდა და 6-ჯერ დაამარცხა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში