Aa Aa
12 მაისი 2021  |  14:29

კუმანი მატჩის შემდეგ: "მესმის, რომ ჩემს მიმართ კითხვები იქნება"

„ლევანტესთან“ დაკარგული მორიგი ქულების შემდეგ, რონალდ კუმანმა პრესკონფერენცია გამართა და შეეცადა პრესისთვის მომხდარი აეხსნა:

„ლა ლიგაში საქმე გაგვირთულდა, კონკურენტებზე ვართ დამოკიდებულნი. მიზნად დარჩენილი სამი მატჩის მოგებას ვისახავდით. როგორც მწვრთნელი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ.

ლევანტეს წინააღმდეგ პირველ ტაიმში შესანიშნავად გამოვიყურებოდით, მეორე ნახევარში კი ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეტოქეს შანსებს ვაძლევდით. გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ასე.

მატჩამდე ინტენსიურად თამაშზე საუბარი გვქონდა, თუმცა შეხვედრის მსვლელობისას ასე არ მოხდა, მაინტერესებს რატომ.

ჩემი მომავალი? მწვრთნელი ვარ და ამას ხშირად მეკითხებიან. მესმის, რომ მეორე ტაიმში განვითარებულ მოვლენებზე ჩემს მიმართ კითხვები იქნება.

აგრესიულობა დავკარგეთ, მოვლენებზე დაგვიანებით ვრეაგირებდით. ჩვენი თამაში შენელდა, ამ ყველაფერს კი მეტოქის მოტივაცია დაემატა. კონკრეტულად ვისი ბრალი იყო? ვერავის დავადანაშაულებ, ეს გუნდური შეცდომა იყო, დაცვით ასპექტებში მთლიანად გუნდი მოიკოჭლებდა. 45 წუთში 3 გოლის გაშვება ბარსელონასთვის ძალიან ბევრია.

ახლა ჩემს მომავალზე საუბარი ძალიან ძნელია, რადგან ლევატესთან მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული. იმედგაცრუებული ვარ“.

ესპანური გამოცემები წერენ, რომ კუმანის ბედი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება. კლუბის ხელმძღვანელობას ნიდერლანდელის მიმართ ნდობა ნელ-ნელა უქრება, რადგან გუნდმა პრაქტიკულად ყველა პრინციპული მატჩი წააგო. ასევე დაიკარგა ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა საკმაოდ სუსტ მეტოქეებთან.

კუმანის „ბარსელონაში“ დარჩენის შანსები ამ მომენტისთვის ძალიან მცირეა და ამას თავად ნიდერლანდელიც კარგად ხვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში