Aa
Aa

"ერთ გოლს აუცილებლად გავიტანთ" - მიქაუტაძე ბევერენთან მატჩამდე

ბელგიური „სერენი“ ჟუპილერ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის და პირველ საპლეიოფო მატჩში „ბევერენს“ უმასპინძლა.

სტუმრებმა მატჩში დაწინაურება 70-ე წუთზე შეძლეს. გოლი ფრეიმ გაიტანა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ „ბევერენი“ გაიმარჯვებდა, თუმცა 92-ე წუთზე „ჯვაროსნების“ ახალწვეულმა გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულად ანგარიში გაათანაბრა და „სერენი“ გადაარჩინა.

განმეორებითი მატჩის წინ, ქართველმა თავდამსხმელმა ბელგიურ მედიასთან ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა.

რა თქვა მიქაუტაძემ?

„ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება. ფრიტიელში გასატანად და გამარჯვებისთვის მივდივართ. მეორე შეხვედრას მებრძოლების რანგში ვხვდებით. წინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველოდება. „ბევერენთან“ შეხვედრა გულშემატკივრებისთვის და მთლიანად ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაძაბულები ჩვენ არ ვართ. ზეწოლა „ბევერენი“ განიცდის. ერთ გოლს აუცილებლად გავიტანთ და ვნახავთ შემდეგ რა მოხდება.“

მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში

„ჯვაროსნების“ ახალწვეულმა მიმდინარე სეზონში „სერენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. განმეორებითი მატჩი კი 8 მაისს, თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები