Aa Aa
4 მაისი 2021  |  10:58

სალიცენზიო ტურნირი - მოჭიდავეების ბოლო შანსი

ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს.

თავისუფალ სტილით მოჭიდავეები 6-9 მაისს იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით კი ლიცენზიის მოპოვებას ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) შეეცდებიან.

შეგახსენებთ,რომ საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემდეგ სოფიას საჭიდაო ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოჩნდებიან.

საქართველოს სახელით კი დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) და ბაკური გოგოლი (77) იასპარეზებენ.

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან : გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში