ცვლილება ნაკრებში - ლუკა კაპანაძე ყაზანში იასპარეზებს
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი ძიუდოისტები ყაზანში გასამართ გრანდ სლემზე იასპარეზებენ.
საქართველოს სახელით ტურნირზე 10 ძიუდოისტი (9 ვაჟი ; 1 გოგონა) გამოვა.
ჩვენს ნაკრებში ცვილებებია. დაანონსებული გიორგი თუთაშვილის (66 კგ.) ნაცვლად რუსეთში 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძე იასპარეზებს.
ყაზანის გრან სლემი 5-7 მაისს გაიმართება და სასიხარულოა,რომ ჩვენს ნაკრებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი უბრუნდება.
საქართველოს ნაკრები კი ასე გამოიყურება :
60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი; 66 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი; 73 კგ. - ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე ; 81 კგ. - ვლადიმირ ახალკაცი; 90 კგ. - ლუკა მაისურაძე,იმედა გოგოლაძე; 100 კგ. - ონისე სანებლიძე; +100 კგ. - საბა ინანეიშვილი;
გოგონათა ნაკრები :
52 კგ. - ტატიანა ლევიცკა-შუკვანი;