რევანში შედგა - ბასილაშვილმა მონტეირო დაამარცხა
Aa
Aa

რევანში შედგა - ბასილაშვილმა მონტეირო დაამარცხა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-250 BMW OPEN-ზე მონაწილეობა გამარჯვებით დაიწყო.

პირველ წრეში ნიკოლოზი ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად 2 სეტში ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრის მიმიდნარეობის დროს 2 ეოსი და 4 ორმაგი შეცდომა შეასრულა.

შეგახსენებთ,რომ ბასილაშივილი ბრაზილიელ ჩოგბურთელები მეორედ შეხვდა.

პირველად ისინი ერთმანეთს, 2020 წელს საფრანგეთის Roland Garros დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ბრაზილიელს დარჩა.

მიუნხენში მიმიდინარე ტურნირის მეორე წრეში ბასილაშვილი ამერიკელ სებასტიან კორდასა და კოლუმბიელ დანიელ ელაჰი გალა რივეროს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები