Aa Aa
22 აპრილი 2021  |  17:36

ლაპორტა დუმილს არღვევს: "ზოგიერთ კლუბზე ზეწოლა განხორციელდა"

სუპერ ლიგის დაშლის შემდეგ ბევრი კომენტარი გაკეთდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი ისმოდა „ბარსელონას“ პრეზიდენტისგან ჟოან ლაპორტასგან, რომელმაც დღეს დუმილი დაარღვია.

ლაპორტა სუპერ ლიგის იდეას მხარს უჭერს, მაგრამ თვლის, რომ მათ ამისთვის მეტი რესურსი სჭირდებათ და უეფასთან მოლაპარაკებების აუცილებლობას ხაზს უსვამს.

„ჩვენ წინდახედული პოზიცია გვქონდა. სუპერ ლიგა აუცილებელია, მაგრამ საბოლოო სიტყვა კლუბის წევრებზეა.

დიდ კლუბებს ძალიან ბევრი დანახარჯი აქვთ და თანხები სამართლიანად უნდა იყოს გადანაწილებული.

სუპერ ლიგა უნდა იყოს მიმზიდველი ტურნირი, სპორტული დამსახურებიდან გამომდინარე. ჩვენ შიდა ჩემპიონატებს ვემხრობით, ისინი არ უნდა შეწყდნენ. უეფასთან კი დიალოგისთვის მზად ვართ. ჩვენ მეტი რესურსი გვჭირდება, რომ ეს შესანიშნავი შოუ შედგეს.

ზოგიერთ კლუბზე ზეწოლა განხორციელდა, თუმცა სუპერ ლიგის პროექტი კვლავ არსებობს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ, ხელფასები ძალიან მაღალია და ყველა ეს მოსაზრება გასათვალისწინებელია, ისევე როგორც სპორტული დამსახურებები“.

უეფას პრეზიდენტმა დღეს ლაპორტას საქმისადმი მიდგომა მოიწონა

„სუპერ ლიგასთან დაკავშირებით იმედგაცრუებული ყველას გამო ვარ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ბარსელონას გამო. ლაპორტა პრეზიდენტად სულ რაღაც 2 თვის წინ აირჩიეს და ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო. მასთან ორჯერ თუ სამჯერ ვისაუბრე. ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყო კლუბის იმ ფინანსური მდგომარეობის გამო, რომელიც მისი ბრალი არ არის.

ლაპორტა მართლაც დიდ ზეწოლას განიცდიდა, მაგრამ როგორც ჭკვიანმა ადამიანმა, მან ტურნირის დატოვების ეშმაკური სტრატეგია შეარჩია“.

როგორც მოგეხსენებათ, ლაპორტამ კონტრაქტზე ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, როცა ჩაიწერა პუნქტი, რომელიც კლუბის წევრებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში