ფერნანდინიო:
Aa
Aa

ფერნანდინიო: "ეს სიგიჟე იყო, საბოლოოდ ფეხბურთმა გაიმარჯვა"

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ფერნანდინიომ Sky Sports-თან სუპერ ლიგის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქალაქელთა“ ფეხბურთელები ამ იდეის წინააღმდეგნი იყვნენ. ისინი განცხადების გასაკეთებლადაც ემზადებოდნენ.

„ეს სიგიჟე იყო. ჩვენი გაკვირვებულები ვიყავით. ამას არ ველოდით, თუმცა კარგია, რომ საბოლოოდ ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა. ფეხბურთში სუპერ ლიგას მხარს არავინ უჭერდა, მათ შორის ჩვენი გუნდის ფეხბურთელებიც.

ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ყველაფერი შემობრუნდა. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო.

თავიდან რთულ სიტუაციაში ვიყავით. ამბის ბოლომდე გასარკვევად კლუბის მაღალჩინოსნებთან მივედით, რომ გაგვეგო, თუ რატომ იყო „მანჩესტერ სიტი“ იქ სხვა გუნდებთან ერთად.

საბოლოოდ, რა თქმა უნდა გვინდოდა, რომ გამოვსულიყავით და ამის საწინააღმდეგო განცხადება გაგვეკეთებინა. ფეხბურთელებს ცალკე ჩატი გვქონდა გაკეთებული. კლუბის ოფიციალურ განცხადებას ველოდით.

ბედნიერები ვართ, რადგან საბოლოოდ ფეხბურთმა გაიმარჯვა“.

პრემიერლიგის ბოლო ტურში „სიტიმ“ „ასტონ ვილას“ ბირმინჰემში 2:1 მოუგო და ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სტუმრად მიჯრით 10 შეხვედრის მოგება ერთზე მეტჯერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები