Aa Aa
22 აპრილი 2021  |  14:00

ჩეფერინი:"ტელევიზიების გამო მცირეა შანსი რეალი - ჩელსი არ ჩატარდეს"

ევროპის სუპერ ლიგის იდეა ჩავარდა და ახლადშექმნილი ტურნირი 2 დღეში დაიშალა. უეფამ ეს ბრძოლა მოიგო, მაგრამ რას აპირებენ ისინი ახლა? დაისჯებიან, თუ არა ახალ ტურნირში მონაწილე კლუბები?

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა:

შესაძლო სანქიცების შესახებ

„გუშინ ევროპის პრაქტიკულად ყველა კლუბისგან მხარდამჭერი წერილები მივიღე. 3800-მა ადამიანმა არ მიპასუხა. ვფიქრობ ისინი თავიანთ შეცდომებს აცნობიერებენ და შესაბამის შედეგებსაც მიიღებენ. ამ ყველაფერზე შემდეგ კვირაში ვისაუბრებ“.

დაისჯება თუ არა რეალი? გაუქმდება ჩელსისთან ნახევარფინალი?

„გადამწყვეტი არის ის ფაქტი, რომ სეზონი უკვე დაწყებულია, თუ ჩვენ ნახევარფინალებს არ ვითამაშებთ, ტელევიზიები კონტრაქტით გათვალისწინებულ შემოსავალს მოითხოვენ. აქედან გამომდინარე, ამ მომენტისთვის არსებობს მცირე შანსი იმის, რომ მომდევნო კვირაში ჩელსი-რეალის მატჩი არ ჩატარდეს“.

უეფას კარი ღიაა - ყველას მოუწევს თავიანთ ქმედებებზე პასუხი აგონ

„ყველამ იცის, რომ თავიანთი მქედებები გარკვეული შედეგის მომტანი იქნება, რისი მიღებაც მათ მოუწევთ.

ყველა ეს კლუბი უეფას ნაწილად რჩება, თუმცა რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანთან ამიერიდან ურთიერთობა აღარ მექნება. ამის აღნიშვნა ყოველთვის შემეძლება“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში