შენგელიას 6 ქულა - ცსკა-მ პლეი ოფში ფენერბახჩე დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას 6 ქულა - ცსკა-მ პლეი ოფში ფენერბახჩე დაამარცხა

ევრო ლიგის პლეი ოფი დაიწყო. ცსკა-მ პირველ მატჩში „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და 92:76 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელიას კარგი მატჩი არ ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი და 44 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 6 ქულას, 2 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ასევე, შენგელიამ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ამერიკელი ქლაიბარნი 20 ქულით, 5 მოხსნით და 5 ასისტით იყო. ყველაზე მეტი ქულა კი თურქული გუნდის კალათბურთელმა ფრანგმა დე შოლომ(27) დააგროვა.

ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 23 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება. მასპინძელი კვლავ ცსკ-ა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები